საქართველოში H1 N1-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში H1 N1-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია უკვე დაადასტურეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

H1 N1-ის სიმპტომებით შუა ხნის მამაკაცმა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა, გარდაცვალების მიზეზი კი გრიპი და თანდართული ქრონიკული დაავადება გახდა. მეორე პაციენტი იგივე სიმპტომებით წინა კვირას გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრი ოჯახის ექიმების 24 საათიან რეჟიმში მუშაობას არ გამორიცხავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button