მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ექვს თვიანი ბრძოლის შედეგად ბახმუტის 60%-ზე მეტი განადგურდა

კირილენკოს თქმით რუსეთის საოკუპაციო ძალები არ წყვეტენ ბახმუტზე საარტილერიო შეტევას საომარი მოქმედებების შედეგად ქალაქ ბახმუტის 60 პროცენტზე მეტი განადგურდა.

კირილენკოს თქმით, რუსული ძალები ბახმუტს მუდმივად ბომბავენ, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელი დამცველები ქალაქს იცავენ და მოწინააღმდეგეს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.
კირილენკოს თქმით, რუსული საოკუპაციო ძალები არ წყვეტენ ბახმუტზე საარტილერიო შეტევას, რის შედეგადაც, 4 იანვრის ღამეს, ქალაქზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“მტერი ძველ პოზიციებზე დაბრუნდა. ჩვენი დამცველები გაბედულად იცავენ ბახმუტს და მტერს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ქალაქის 60%-ზე მეტი დანგრეულია. და არის მუდმივი შეტევები.

გუშინ, ქალაქ ბახმუტში საარტილერიო დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ორი ქალი დაიღუპა”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სექტორია. უკვე რამდენიმე თვეა, უკრაინული ძალები ქალაქს იცავენ და მოწინააღმდეგეს მისი აღების საშუალებას არ აძლევენ.
4 იანვარს, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოში კერძო სექტორს დაარტყეს.

ბახმუტის დამცველებს მადლობა გადაუხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 4 იანვარს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი „შამანი“, ლუგანსკის რაზმის მესაზღვრეები და მრავალეროვნული ლეგიონის მებრძოლები განაგრძობენ ბახმუტის შემოგარენიდან მტრის განდევნას და მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგი აქვს. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ბახმუტის მიმართულებით და მთლიანად დონბასში ყოველი ასეთი შედეგი და მტრის მარცხის ყოველი დღე აგრესორ სახელმწიფოს მნიშვნელოვნად ასუსტებს და ის უკვე ნახევარი წელია ცვლის მთელი დონბასის დაპყრობის თარიღს. “აი, ახალ წლამდე ელოდებოდნენ, ჩვენი დამცველები კი, ისევ წარმატებებს აჩვენებენ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ბახმუტის დასაცავად უკრაინელ სამხედროებთან ერთად ქართველი ლეგიონერებიც იბრძვიან.

დონეცკის ოლქის ამ ქალაქის აღებას რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფებთან ერთად დიდი ხანია ცდილობს კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი”.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 13 საავიაციო და 3 სარაკეტო დარტყმა. ასევე, 68 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით დონეცკის ოლქის ქალაქების: ბახმუტის, კონსტანტინოვკის და კურახოვოს, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლის და ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

სარდლობის ცნობითვე, მოწინააღმდეგე არტილერიის და ტანკების გამოყენებითაც უტევდა ჩერნიგოვის, ხარკოვის, სუმის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და დონეცკის ოლქების დასახლებულ პუნქტებს.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 14 და ლუგანსკის ოლქის 2 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 20 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 5 დარტყმა – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე, ხოლო საზენიტო-სარაკეტო ძალებმა ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25, ვერტმფრენი კა-52 და უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“. გენშტაბის ცნობითვე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების 3 მართვის პუნქტი, პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 4 რაიონი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იაროსლავ იანუშევიჩის განცხადებით, რუსეთის ჯარების მხრიდან ხერსონის ცენტრის დაბომბვის შედეგად 20 წლის ბიჭი დაიღუპა.

“რუსი ოკუპანტები ახლახანს თავს დაესხნენ ხერსონის ცენტრალურ ნაწილს – სახლში შევიდნენ. 20 წლის ბიჭი მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა”, – თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის ცნობით, ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინაზე 10-ზე მეტი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსეთის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტებია.
გარდარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, დილიდან მასირუი საარტილერიო შეტევა იყო რამდენიმე სოფელზე. თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაშვა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსებს ბალისტიკური რაკეტებისა და „კალიბრის“ დეფიციტი აქვთ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსულ ძალებს კიდევ რამდენიმე ძლიერი დარტყმის განხორციელება შეუძლიათ.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ ღამით და დღეს დილით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

“დონეცკის მიმართულებით ყველაზე მეტად კურახოვო დაზარალდა – ქალაქი რამდენჯერმე დაბომბეს, დაზიანდა 6 კერძო სახლი, 2 მაღაზია და სხვადასხვა აღჭურვილობა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

კირილენკო ამბობს, რომ გორლოვკას მიმართულებით 2 ადამიანი დაიღუპა, ბახმუტში კი 1 დაშავდა. მისი თქმით, ჩასოვ იარში დაინგრა მაღალსართულიანი შენობა, დაზიანდა 4 სახლი და საავადმყოფოს შენობა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სოლედარში 5 სართულიანი შენობა დაზიანდა.

დღეს კირილენკომ ასევე განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების შედეგად, ბახმუტის 60%-ზე მეტი განადგურებულია. თუმცა მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გაბედულად იცავენ ქალაქს და მტერს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button