მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომა, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ლონდონის პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ბორის ჯონსონის გადადგომა, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ლონდონის პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს.
ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც ბორის ჯონსონს “უკრაინის ნამდვილი მეგობარი უწოდა”.
მისივე თქმით, უკრაინამ ჯონსონთან ურთიერთობით ბევრი რამ მოიპოვა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა სამხედრო დახმარება.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჯონსონთან პირისპირ საუბარს მოუთმენლად ელის, რათა მისი გადადგომის შესახებ დეტალები გაიგოს.

ამავდროულად, ჯონსონმა მიმართა უკრაინელ ხალხსაც ნება მომეცით, ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ ვიცი, ჩვენ, გაერთიანებულ სამეფოში გავაგრძელებთ თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ბორის ჯონსონმა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს მიღწეულ შედეგებზე საუბრისას ვლადიმერ პუტინის აგრესიის წინაააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება.

„რა თქმა უნდა, უზომოდ ვამაყობ ამ მთავრობის მიღწევებით: „ბრექსითის“ დასრულება, პანდემიიდან თავის დაღწევა, ვაქცინის უსწრაფესი გავრცელება ევროპაში, „ლოქდაუნის“ ყველაზე სწრაფი დასრულება და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ დგომა“, – აღნიშნა ჯონსონმა.

მიზეზი, რომლის გამოც ბოლო დღეებში ამდენს ვცდილობდი, პირადად შემესრულებინა მანდატი, არ იყო მხოლოდ ის, რომ მე ამის გაკეთება მსურდა, არამედ ვგრძნობდი, რომ თქვენ წინაშე ჩემი მოვალეობა, ვალდებულება იყო, გამეგრძელებინა იმის კეთება, რასაც 2019 წელს დაგპირდით, – ამის შესახებ ბორის ჯონსონმა განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე, რომელზეც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

ჯონსონის თქმით, ამაყია თავისი კაბინეტის მიღწევებით.

„დღეს მე დავნიშნე კაბინეტი, რომელიც იმსახურებს, ისევე როგორც მე, ახალი ლიდერის არჩევამდე. მინდა, ვუთხრა მილიონობით ადამიანს, რომელმაც ხმა მოგვცა 2019 წელს, რომელთაგან ბევრმა „კონსერვატორებს“ პირველად მისცა ხმა, მადლობა ამ შესანიშავი მანდატისთვის, 1987 წლიდან კონსერვატორების უდიდესი უმრავლესობისთვის, 1979 წლიდან ხმების უდიდესი წილისთვის. მიზეზი, რომლის გამოც ბოლო დღეებში ამდენს ვცდილობდი, პირადად შემესრულებინა მანდატი, არ იყო მხოლოდ ის, რომ მე ამის გაკეთება მსურდა, არამედ მე ვგრძნობდი, რომ თქვენ წინაშე ჩემი მოვალეობა, ჩემი ვალდებულება იყო, რომ გამეგრძელებინა იმის კეთება, რასაც 2019 წელს დაგპირდით. რა თქმა უნდა, მე ამაყი ვარ ამ კაბინეტის მიღწევებით, მათ შორის „ბრექსითის“ დასრულებით, კონტინენტთან ჩვენი ურთიერთობების დარეგულირება, ამ ქვეყნის ძალაუფლების აღდგენა, რომ საკუთარი კანონები შექმნას პარლამენტში, პანდემიის გადალახვა, ევროპაში ვაქცინის ყველაზე სწრაფი გავრცელების უზრუნველყოფა, ლოკდაუნის რეჟიმიდან ყველაზე სწრაფად გამოსვლა და ბოლო რამდენიმე თვეში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ დასავლეთის ხელმძღვანელობა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

|ამასთან გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი „ტვიტერში“ წერს რომ პრემიერ-მინისტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებას ეხმაურება.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანამ ახლა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.

„პრემიერ-მინისტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ბორისის ხელმძღვანელობით მთავრობას ბევრი მიღწევა ჰქონდა – ბრექსითის უზრუნველყოფა, ვაქცინები და უკრაინის მხარდაჭერა. ახლა ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, ერთიანობა და მართვის გაგრძელება, ვიდრე ახალი ლიდერი მოიძებნება“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

შეგახსენებთ რომ ბორის ჯონსონი ხუთშაბათს გადადგა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტებიდან, მაგრამ ახალი ლიდერის არჩევამდე გეგმავს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას.

ბორის ჯონსონმა, რომელიც ყოველმხრივ უჭერდა მხარს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიზანი უნდა იყოს ის, რომ უკრაინამ „შეძლოს ამ ომის იმ პირობებით დასრულება, რომლებსაც პრეზიდენტი ზელენსკი დააყენებს“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 19 ივნისს Sunday Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის მზადება და თქვა, რომ საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგია კიევის დასახმარებლად რუსეთთან დაპირისპირებაში. ის გამოვიდა ოთხპუნქტიანი გეგმით, რომელსაც, მისი აზრით, უნდა მისდიონ დასავლეთის ქვეყნებმა, რათა დაეხმარონ უკრაინას, საკუთარი პირობებით მიაღწიოს მშვიდობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button