მნიშვნელოვანისიახლეები

გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის-„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი

ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვათ

თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას – გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გიორგი ქოჩორაშვილის მამასთან დაკავშირებით მან უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, რომელიც მარტივად გადასამოწმებელია.

„რადიკალური დაჯგუფებები ვინც არიან, მათში გამოიწვია გაღიზიანება, თუმცა მე არაფერი ისეთი სიახლე არ მითქვამს, ფაქტი აღვნიშნე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, ჩემი მოგონილი არ არის, მე უბრალოდ თავს მივეცი უფლება მესაუბრა როინ ქოჩორაშვილზე იქიდან გამომდინარე, რომ ის არის პოლიტიკოსი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ის გამიკვირდა, საერთოდ რომ არ დაწერეს და თქვეს, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „ნაციაო“ თითქოს ეს ვთქვი, ამის მკადრებლებიც არიან, ყველაფერს იკადრებენ. შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს შეაფასებს, ყველაფრის ანალიზს გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ როგორი კამპანია მიმდინარეობს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ ფეხბურთელებთან როგორი ბულინგი მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას, როგორ აბულინგებენ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რომ ვინმემ რაღაც თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. პირდაპირ იმას ვერ ეუბნებიან, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეაფასონ, მაგრამ ეუბნებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით გააკეთეთ განცხადებებიო. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა ევროპული მომავალი, ევროპა და ევროპული გაერთიანება, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც ვშრომობთ, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები, ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით და ყველაფრით გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. თვითონ გიორგიზე მე კომენტარი არ გამიკეთებია და ახლა ვიტყვი, მივცემ თავს უფლებას – გიორგის მინდა წარმატებები ვუსურვო, ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და არასდროს მიკადრია და არასდროს გამიკეთებია განმარტებები, ინფორმაცია არ მიმიწოდებია საზოგადოებისთვის, რომ გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, არ გავშლი თემას, გულწრფელად მინდა მას წარმატებები ვუსურვო, ბიჭებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, მთელი საქართველო გულშემატკივრობს მათ – ყველა, „ქართული ოცნება“, სხვა პარტიის წარმომადგენლები, ყველა. ამ რადიკალებს სიბინძურე და ჭუჭყი უნდათ შეახოცონ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, არავის არაფერი არ გამოუვათ. ესენი არიან კოლექტიური მაქარაშვილები. რაც მაქარაშვილმა გუშინ იკადრა, ამაზე მას პასუხი მოეთხოვება აუცილებლად“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ქოჩორაშვილმა 9 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული თავისუფლების მარშის ფოტო გამოაქვეყნა – ბავშვი ევროკავშირის დროშით. პოზიციის დაფიქსირებიდან მალევე, გიორგი ქოჩორაშვილის “ინსტაგრამ” ანგარიში გაქრა, თუმცა რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა, შემდეგ კი დაწერა :

“საქართველოს გზა ევროპაშია!!!…ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!”

ამასთან ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ქოჩორაშვილის ეროვნული ნაკრების წევრობა “მისი პატარა დამსახურებაც არის”.

როინ ქოჩორაშვილი განცხადებას ტელეკომპანია ფორმულასთან აკეთებს.

“თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კომენტარისგან, კახისაც ვურჩევ ნაკლები განცხადებები გააკეთოს საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით! ეს ჩვენი ქვეყნისთვის და იმ საამაყო ბიჭებისთვისაც უკეთესი იქნება”, – განუცხადა როინ ქოჩორაშვილმა ფორმულას.

“მე მასზე [გიორგი ქოჩორაშვილზე] კომენტარი არ გამიკეთებია. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. არასდროს მიკადრია და არ მიმიცია საზოგადოებისთვის ინფორმაცია, რომ გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, ამაზე არ ვისაუბრებ და არც თემას გავშლი. გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო მას”, – თქვა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button