მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსები არ ეუბნებიან თავიანთ ხელმძღვანელობას რომ მათ გარკვეული ტერიტორიები დაკარგეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Financial Times-თან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის არმიის, ბევრის აზრით, მოკრძალებული წარმატება არ არის მთავარი მოვლენა. „როცა ეს მოხდება, თქვენ ყველაფერს დაინახავთ. ყველა ყველაფერს დაინახავს, -“ განაცხადა მინისტრმა.

რეზნიკოვის თქმით, უკრაინის ჯარების ძირითადი რეზერვები, მათ შორის დასავლეთში ახლახან გაწვრთნილი და ნატოს თანამედროვე ტანკებითა და ჯავშანტექნიკით აღჭურვილი ბრიგადების უმეტესობა, ჯერ არ არის ჩართული ოპერაციაში, თუმცხა რეზნიკოვის თქმით ფრონტზე გარკვეული წარმატება არსებობს.

მისივე განცხადებით, გენერალური შტაბი მიღწეულ წარმატებებს არ ასაჯაროებს, რათა საფრთხე არ შეექმნას უკრაინის ჯარს.

“ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზოგიერთი დასახლების გათავისუფლება არ იყო დაგეგმილი თავდასხმის მთავარი მოვლენა. ბოლო მოკრძალებული მიღწევები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მხოლოდ წინასწარი რეპეტიცია იყო, წინ ბევრად უფრო სერიოზული დარტყმები იქნება.

ზოგჯერ რუსები არ ეუბნებიან თავიანთ ხელმძღვანელობას, რომ მათ გარკვეული ტერიტორიები დაკარგეს. მათ უფროსებთან ანგარიშის წარდგენის ეშინიათ”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის არმიის მოქმედების შედეგად რუსეთის ჯარი დიდ დანაკარგს განიცდის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის არმიის დეგრადაცია არის ინსტრუმენტი, ხოლო უკრაინული მიწების გათავისუფლება – მიზანი. ამასთან, ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ელოდო სასწაულს ყველა ოპერაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინის ამბოხს ჯერ არ შეუცვლია ვითარება ბრძოლის ველზე, მინისტრის თქმით, მან აშკარად ნათელყო რუსეთის დაუცველობა. რეზნიკოვმა იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები გაზრდიან კიევისთვის იარაღის მიწოდებას შემდგომი შეტევისთვის.

როგორც გენერალური შტაბი აცხადებს, უკრაინის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით. ასევე დღეს დილით, ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიის შესახებ ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.
რეზნიკოვის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინის ძალების მიერ სოფლების დეოკუპაცია კიევის მიერ დაგეგმილი შეტევის „მთავარი მოვლენა“ არ არის.

უკრაინის არმიის შეტევის დაწყების შესახებ ცნობები ივნისის დასაწყისიდან ვრცელდება. 9 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ შეტევა უკვე დაწყებულია, მაგრამ უკრაინის სამხედროებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას აწყდებიან, თუმცა სიტუაციას პოზიტიური უწოდა. უკრაინის არმიამ მოახერხა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლის აღდგენა.

მსგავსი პოსტები

Back to top button