სპორტი
ლაიპციგში კოვიდინფექციას ებრძვიან.წინ ბრიუგესთან მატჩია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის წინ ლაიპციგის მთავარ მწვრთნელს და მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
შეხვედრა 24 ნოემბერსაა დაგეგმილი და კოვიდის ტესტზე დადებითი პასუხები მწვრთნელს,ჯესი მარშს და მეკარეს და ამავდროულად გუნდის კაპიტანს,პეტერ გულაჩის მოუვიდათ.
ინფორმაციას გერმანული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ბრიუგესთან შეხვედრაში გუნდს ერთერთი მწვრთნელი ახიმ ბაიერლორცერი გაუძღვება.
ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში ლაიპციგი 1 ქულით ბოლო ადგილზეა.მესამე პოზიციაზეა ბრიუგე 4 ქულით.პირველ და მეორე ადგილებს შესაბამისად 9 და 8 ქულებით მანჩესტერ-სიტი და პსჟ ინაწილებენ.