რეგიონი

სიტყვიერი დაპირისპირება და ურთიერთ შეურაცხყოფა ზუგდიდის საკრებულოში

საკრებულოს სხდომაზე, დაპირისპირება ენმ-ს მიერ წარმოდგენილმა მემორანდუმმა გამოიწვია, რომელშიც შესული იყო რამდენიმე პუნქტი, მათ შორის პრივილეგიებზე უარის თქმა, აიპიების რეორგანიზება და ა. შ.

მემორანდუმს ხელი არ მოაწერა საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავამ და თქვა, რომ ულტიმატუმის ენაზე არცერთ პარტიასთან საუბარს არ აპირებს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ამ საკითხებზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიცაა განსახილველი.

“ახლა მთავარია საკრებულოს დაკომპლექტება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა არ შეფერხდეს.”-თქვა მან.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ენმ-მიერ ულტიმატუმი იყო წაყენებული საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ და საკითხები სცდება საკრებულოს კომპეტენციას. მათი თქმით ,ენმ პოპულისტობას ეწევა და ამიტომაც ითხოვენ 22 მლნ-იანი სახელფასო ფონდის გადახედვას.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ამ დრომდე არ ჰყავს მოადგილეები და არც 5 კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე საკრებულოში.

ენმ-მ დაპირისპირების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის თეა შონიას ჩართვას ახალ ამბებში:

მსგავსი პოსტები

Back to top button