უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი გაიმართება

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დღეს, 14 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.
მოლაპარაკებების მაგიდაზე ახლა სხვადასხვა წინადადები დევს, ათმდე წინადადებაა. მათ შორის, პოლიტიკურ დ და ასევე სამხედრო რეგულირებასთან დაკავშირებით. მხედველობაში მაქვს ცეცხლის შეწყვეტა და ჯარის გაყვანა. ახლა ეს ყველაფერი სამუშაო ჯგუფებშია… როგორც კი შემხვედრი იურიდიული ფორმატი შემუშავდება, ჩაინიშნება შეხვედრა – მეოთხე რაუნდი. ეს შეიძლება მოხდეს ხვალ ან ზეგ. უბრალოდ შეკრებას და საუბარს ალბათ არარ ღირს. ჩვენ ყველა საკითხი განვიხილეთ, ახლა ვცდილობთ ეს საკითხები იურიდიულ ფორმატში შევფუთოთ, – განაცხადა პოდოლიაკმა.
შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი ჯერ არ ვრცელდება.
მანამდე რუსეთის დელეგაციის წევრმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან შედარებით მოსკოვმა და კიევმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. მისი თქმით, ეს პროგრესი შეიძლება, “უახლოეს რამდენიმე დღეში გადაიზარდოს ორივე დელეგაციის საერთო პოზიციად, ხელმოსაწერ დოკუმენტებში”.
უკრაინული დელეგაციის წევრი, მიხაილოო პოდოლიაკი კი Twitter-ზე წერს, რომ დღეს გაიმართება სესია, რომელზეც წინასწარ შედეგებს შეაჯამებენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს, მესამე რაუნდი კი 7 მარტს გაიმართა.