მნიშვნელოვანირეგიონი

ოცდღიანი ძებნის შემდეგ მკვლელობისათვის მიმალული პირი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მომხდარი მკვლელობისათვის ძებნილ 52 წლის მამაკაცს, პოლიციამ რუსთავში მიაგნო.

ბრალდებული, რომელიც წარსულში რამდენიმე დანაშაულისათვის არის ნასამართლევი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებთან ერთად დააკავა.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა 2022 წლის 21 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელ ძმებს, მათ დედას და საკუთარ შვილს, სანადირო თოფიდან გასროლით, ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სროლის შედეგად მიყენებული დაზიანებებით, ერთ- ერთი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილებს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში უმკურნალეს.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button