მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. გარდა ამისა, გავრცელებული ფაილების გამო რამდნიმე პარტია სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მის გადადგომას ითხოვს.

“ტოტალური კონტროლის განხორციელების ეს სქემა იმსახურებს საპარლამენტო კომისიასაც და ყველა საპარლამენტო მექანიზმის ჩართვას. კომისიაც შეიქმნება, აუდიტიც ჩატარდება, სისტემის მხილებაც მოხდება და პასუხისმგებლობაც დადგება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია პოლიტიკური ცვლილებები,”- აცხადებს პარტია „ლელოს“წევრი ანა ნაცვლიშვილი.

მმართველი გუნდი კი, ფარული აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებას სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებას უწოდებს

“მას შემდეგ, რაც პროკურატურის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, ლოგიკას მოკლებულია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სხვა ინსტრუმენტებით გავიგოთ მეტი ამ მიმდინარე გამოძიების შესახებ, გვქონდეს სრული ინფორმაცია და ამის შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები. სხვათა შორის, მოვლენებს გაასწრეს ოპოზიციონერებმა და მკვახე, მოუმზადებელი და უმი დასკვნები შესთავაზეს საზოგადოებას.,”- აცხადებს მმართველი გუნდიდან, მიხეილ სარჯველაძე.

13 სექტემბერს მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button