მნიშვნელოვანისიახლეები

91 ასაკში მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

91 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა.

ინფორმაციას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, ბატონი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო! მარჯანიშვილის თეატრის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში
თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.

1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ „მე ვხედავ მზეს“, „დღის წესრიგშია ერთი საკითხი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „30 აგვისტო“, „ჯორდანო ბრუნო“ და სხვ. 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: „კეთილი ადამიანები“, „ერთი ცის ქვეშ“, „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დათა თუთაშხია“, „შეხვედრა წარსულთან“, „შეხვედრა მთაში“, „მალე გაზაფხული მოვა“ და სხვ.

მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, პრემია „საგურამო“, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

თენგიზ არჩვაძე 1932 წლის 3 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1967 წელს არჩვაძე საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი გახდა, 1979 წელს – საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (). 2017 წელს მას „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა. იყო რუსთავისა (2020) და თბილისის საპატიო მოქალაქე (2022).

თენგიზ არჩვაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, 1973 წლიდან — მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. პირველი როლი, ფილმში „ერთი ცის ქვეშ“, შეასრულა 1961 წელს, ბოლო კი – ფილმ „კიდევ ერთი ქართული ისტორია“. შესრულებული აქვს 46 კინოროლი

მსგავსი პოსტები

Back to top button