მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სამეგრელოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 390 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა, მათგან 25-ზე დადებითი პასუხია.

ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 3 დადებითი პასუხი მოვიდა 11 ოქტომბერს აღებულ ნიმუშებზე, შესაბამისად, შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 28-ს მიაღწია.

“18 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 8 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტებია, 1 მოქალაქის ინფიცირება თბილისში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო 9-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას, ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან. 4 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან სამი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეოთხეს ინფიცირების წყაროს დადგენა მიმიდინარეობს. 3 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, სამივე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 2 შემთხვევა დაფიქსირდა მარტვილში, ორივე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 1 შემთხევვაა სენაკში, რომელიც თბილისის მოგზაურობას უკავშირდება. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების მოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 253 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 79 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 პაცეიენტი, მათგან 5 ზუგდიდის, 1 ხობის, ხოლო 1 ფოთის მკვიდრია.

საკარანტინო სივრცეში 136 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button