სეტყვა კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში

სეტყვა სამცხე-ჯავახეთში. სტიქიამ ყველაზე მეტად ახალციხის რაიონის სოფელი ხეოთი დააზარალა.

განადგურებულია ნათესები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები. სეტყვამ გადაუარა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთსა და ადიგენის რაიონის სოფელბსაც. ზარალი დღეს დადგინდება.

ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამ სოფელსაც გადაუარა. ძირკოკში, ვეჯინსა და ჭანდარში საკარმიდამო ნაკვეთები და ბოსტნეული კულტურა დაისეტყვა.

სტიქიამ ზიანი მიაყენა ვენახებსა და ხეხილის ბაღებს. ამ ეტაპზე უცნობია ზარალის ოდენობა. გურჯაანის გამგეობაში აცხადებენ, რომ ვითარების შესწავლას შესაბამისი კომისია დღეიდან დაიწყებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button