ბერძენ-რომაელების 11 მედალი და გუნდური მეურე ადგილი სტამბულიდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა 30-31 იანვარს სტამბულში გამართულ ვები ემრეს და ჰამიდ კაპლანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა, სადაც 2 ოქროს, 5 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებულები ლაშა გობაძე (80) და რობერტ კობლიაშვილი (85) გახდნენ. ვერცხლის მედლები რევაზ ლაშხმა (59), შმაგი ბოლქვაძემ (71), მინდია წულუკიძემ (75), თორნიკე ძამაშვილმა (80) და ბექა კანდელაკმა (130) მოიპოვეს.

მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს და შესაბამისად, ბრინჯაოს მედლების მფლობელები ბაკურ გოგოლი (71), მათე სოფაძე (85), გიორგი ცირეკიძე (85) და ნიკოლოზ კახელაშვილი (98) გახდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს და თურქეთის ნაკრებებმა ერთნაირი შედეგი (70-70 ქულა) აჩვენეს, თუმცა უპირატესობა თურქეთის ნაკრებს მიენიჭა, რადგანაც ჩვენზე ერთით მეტი ოქროს მედალი მოიპოვა. მესამეზე ყახაზეთი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია გახლავთ. მწვრთნელები – ოთარ ტატიშვილი, აკაკი ჩაჩუა, ჯემალ ბაკურიძე, ზაზა ჯიბლაძე და ვაჟა-ბოძაშვილი არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button