ბრიტანეთი ახალი პრემიერ-მინისტრის მოლოდინშია

ახალი პოლიტიკური ლიდერი თუ ძველი სახე – დიდი ბრიტანეთი ახალი პრემიერ-მინისტრის მოლოდინშია. ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, კონსერვატიული პარტია წელს უკვე ახალი პრემიერ-მინისტრის ასარჩევად მესამედ ემზადება.
ბორის ჯონსონი შვებულებიდან დაბრუნდა და შაბათს დიდი ბრიტანეთში ჩაფრინდა. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ჯონსონი პრემიერის პოსტზე დაბრუნებისთვის იბრძოლებს.
ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც ღიად გამოთქვა სურვილი, რომ მზად არის ინგლისის ახალი პრემიერი გახდეს, თემთა პალატის ლიდერი პენი მორდაუნტია. განიხილება ყოფილი ფინანსთა მინისტრის რიში სუნაკის კანდიდატურაც, ისევე როგორც ყოფილი პრემიერიც ბორის ჯონსონიც.
BBC-ს მიერ კონსერვატიულ პარტიაში წარმოებული გამოკითხვის მიხედვით ჯერ-ჯერობით ბრიტანეთის ახალი პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატი რიში სუნაკია. არსებული მონაცემით, მას ღიად მხარდაჭერას 117 კონსერვატორი უდასტურებს. ყველაზე მეტად მას ემხრობიან ფინანსთა და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები, სწორედ იმ სფეროების, რომლებში კრახმაც იმსხვერპლა ლიზ ტრასის პორტფელი.
იგივე გამოკითხვის შემდგომი რეალური კანდიდატი ბორის ჯონსონია, რომელსაც ჯერ არ დაუდასტურებია სურს თუ არა ამ ბრძოლაში ჩაბმა. მას მხარს კონსერვატიული პარტიის 50 წარმომადგენელი უჭერს. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჯონსონს მხარი ღიად უკვე დაუჭირა.
Sky News-ის რეპორტიორის თქმით, რამდენიმე მგზავრმა თვითმფრინავში, რომელიც დიდი ბრიტანეთისკენ მიფრინავდა, ჯონსონს დაუსტვინეს და მის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა.
მესამე ადგილზე, 22 ხმით არის პენი მორდაუნტი, რომელიც დროს არ კარგავს და უკვე გაავრცელა სოციალურ მედიაში რეკლამა, სადაც ყვება საკუთარ თავზე და გეგმებზე.
თემთა პალატის ლიდერმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პენი მორდონტმა საჯაროდ უკვე განაცხადა საკუთარი სურვილის შესახებ, გახდეს მომდევნო პრემიერმინისტრი.
კიდევ ერთი კანდიდატია ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკია. ზაფულში ის პრემიერმინისტრის პოსტზე ლიზ ტრასის მთავარი მოწინააღმდეგე იყო.
პრემიერმინისტრის ასარჩევად კანდიდატმა თემთა პალატაში კონსერვატიული პარტიის წევრების მინიმუმ 100 ხმა უნდა მოიპოვოს.
როგორც The Guardian წერს, სამ კანდიდატს შორის სუნაკი ლიდერობს, რომელსაც 100 მხარდამჭერი უკვე ჰყავს. გამოცემისვე ინფორმაციით, ჯონსონს ჰყავს 49 მხარდამჭერი, ხოლო მორდონტს – 22. პარტიის ახალი ლიდერი ორშაბათს უნდა გახდეს ცნობილი.
ჯონსონის დაბრუნების პერსპექტივა კონსერვატიულ პარტიაში ბევრისთვის სადაო საკითხია. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ბოლო ექვს წელში დიდ ბრიტანეთში ოთხი პრემიერმინისტრი შეიცვალა. ხოლო რამდენიმე თვის წინ თვითონ ჯონსონს თანაპარტიელებმა უნდობლობა გამოუცხადეს.
ზოგიერთი კანონმდებელი ჯონსონს გამარჯვებულად განიხილავს, რომელსაც შეუძლია ქვეყანა შეკრას. სხვები კი მას ტოქსიკურ პიროვნებად მოიაზრებენ და მნიშვნელოვან გარემოებად ასახელებენ იმას, რომ თვეების თანაგუნდელებმა მას ზურგი აქციეს.