მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კოვიდინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ლაგოდეხშია

27აპრილის დილისათვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კიდევ 10 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, ლაგოდეხში დღეს გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა, რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ერთად აღებულ შემთხვევებზე მეტია.

” დღეს რეგიონში კოვიდ- 19- ის 17 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ყველაზე მეტი , კვლავ ლაგოდეხში ფიქსირდება. 5 კოვიდინფიცირებულია თელავში, თითო- თითო გურჯაანსა და საგარეჯოში. ლაგოდეხში ვითარება ჯერჯერობით მაინც ყველაზე რთულია”- განუცხადეს რადიო ჰერეთს განყოფილებაში.

სექტემბრიდან დღემდე, ლაგოდეხში 1864 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან, კახეთში კორონა ვირუსის 12961 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 12160 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე მკურნალობას 662 პირი გადის, თვითზოლაციაში კი , 954 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button