მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ათენის შემოგარენში ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა
საბერძნეთში, ათენის შემოგარენში ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სხვადასხვა დასახლებიდან მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია.
ცეცხლის ჩაქრობაში 310 მეხანძრე და 20-ზე მეტი ვერტმფრენი მონაწილეობდა. ამ ეტაპზე, გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება ადგენს.