მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა კახეთში პრობლემები შექმნა
ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურთან მრავალწლოვანი ხეები წაიქცა.ქარმა დააზიანა ელექტროსადენებიც, რის გამოც, სოფლის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
წვიმის შედეგად, დაიტბორა ქალაქ თელავში გზების ნაწილი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოც.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, რადიო ჰერეთს განუმარტეს, რომ წაქცეული ხეებისგან გზების გაწმენდისა და სოფელ ლაფანყურში ელექტროენერგიის აღსადგენი სამუშაოები, ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ძლიერმა წვიმამ და ქარმა დააზარალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც,წაქცეული ხეების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.
კახეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან.