სპორტი

მარიამ ბოლვაძე ნახევარფინალშია. მისმა მეტოქემ თამაში ვეღარ გააგრძელა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა მარიამ ბოლვაძემ მეოთხედფინალური შეხვედრა უცნაური მოოგებით დაასრულა.

შეხვედრას ქართველი ჩოგბურთელი 6:1, 2:0 -ს იგებდა, როცა მისმა მეტოქემ, შალიმარ ტალბიმ ტრავმის გამო თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და შეხვედრა შეწყვიტა.

23 წლის ქართველი ჩოგბურთელის მოწინააღმდეგე ნახევარფინალში ბელარუსის წარმომადგენელი იულია ჰატოუკა იქნება. მან წინა ტურში საკუთარი თანამემამულე ანა კუბარევა 6:3, 6:4 დაამაცხა.

დღესვე, მარიამ ბოლქვაძეს შანსი აქვს, რომ წყვილთა თანრიგში მეოთხედფინალური ეტაპი გადალახოს. ის, შვედ ჟაკლინ ავადთან ერთად ჰატოუკს და რუს სოფია ლანსერეს დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button