პარლამენტმა მთავრობას სტიქიის ზონაში სამხედრო ძალების გამოყენების ნებართვა მისცა

პარლამენტმა 116 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების რეაგირების შესახებ.

თავდაცისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის შემდეგ, სესიაზე ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების საკითხს კენჭი უყარეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ხანძრების გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები დივერსიასაც არ გმორიცხავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button