მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გლობალური კორუფციის ინდექსში საქართველომ კორუფციის დაბალი დონის სტატუსი მიიღო

გლობალური კორუფციის ინდექსში საქართველომ კორუფციის დაბალი დონის სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია.

მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაცია “გლობალ რისკ პროფაილმა” “გლობალური კორუფციის ინდექსი 2023” გამოაქვეყნა.

რეიტინგში საქართველო 2 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25 პროცენტში მოხვდა, მსოფლიოში 43-ე ადგილზე დასახელდა, შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი პირველ ადგილზე გავიდა სტატუსით “კორუფციის დაბალი დონე”. ამასთან, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც “კორუფციის დაბალი დონის” სტატუსი აქვს.

კორუფციისაგან თავისუფლებით, საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, “ევროკავშირის” და “ნატოს” წევრ 8 სახელმწიფოს: ხორვატიას, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.

ინდექსი ეფუძნება მიზნობრივად შერჩეულ მონაცემთა 43 ნაკრებსა და კრიტერიუმს.

2023 წლის გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო გასულ წელთან შედარებით ორი ადგილით დაწინაურდა და რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა კორუფციის დაბალი ინდექსით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მსგავსი მაჩვენებლების გაუმჯობესება ქვეყანაში კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკომისიის რეკომენდაციის სისწორეს, რომ საქართველო კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუს იმსახურებს.

„2023 წლის გლობალური კორუფციის ინდექსი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკომისიის რეკომენდაციის სისწორეს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ხაზს უსვამს საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს. საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, საქართველო, გასულ წელთან შედარებით, ორი ადგილით დაწინაურდა, იკავებს 43-ე ადგილს და რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა კორუფციის დაბალი ინდექსით“, – წერს პაპუაშვილი.
შვეიცარიული ორგანიზაცია Global Risk Profile-ის (GRP) მიერ გამოქვეყნებული „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023“-ის მიხედვით, საქართველომ „კორუფციის დაბალი დონის“ სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია.

მსგავსი პოსტები

Back to top button