შერი სიკვდილის პირას იმყოფება [Video]

ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი შერი სიკვდილის პირას იმყოფება. ინფორმაციას ამერიკული ტაბლოიდი Radar Online ავრცელებს.

გამოცემის წყარო ამტკიცებს, რომ შერი 2014 წელს გადატანილი ვირუსის შედეგად ავადმყოფობს, ინფექციამ მის თირკმელებზე უარყოფითად იმოქმედა. ამჟამად შერი საკუთარი ქონების განაწილებითაა დაკავებული: მან თავის ნათესავებსა და ახლობლებს $305 მილიონი უანდერძა.

ინსაიდერის ინფორმაციით, მომღერალმა მნიშვნელოვანი თანხა შვილებზე გადააანაწილა, რათა მათ ბინების ყიდვა შეძლონ.

როგორც ცნობილია, შერი ( შერილინ სარქისიანი) სომხური წარმომავლობის ამერიკელი პოპ-შემსრულებელია. მას მიღებული აქვს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, გრემი, ემი, 3 ოქროს გლობუსი. მან ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც მიიღო.

შერი ასევე მოიხსენიება, როგორც ერთადერთი პოპ–დივა, რომელიც თითქმის ყველა სტილში მღერის: Rock n’ Roll, Pop, Country, Rock, Metal, Disco Music, R&B.

მსგავსი პოსტები

Back to top button