მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ქვეყნის მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არაა – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში ქვეყნის მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არაა, რადგან ამ პროცესშიც ინფიცირება ხშირია. მისი აზრით, პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და დისტანციაა.

„მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირი არის ინფიცირება. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესი საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით და თქვენ ხედავთ, რომ ხელმისაწვდომობა მოსახლეობას ამისთვის აქვს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამერიკის ელჩ, კელი დეგნანთან ერთად ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. დიპლომატმა საზოგადოებას კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინაციით აცრისკენ მოუწოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button