ჩინეთი სამხედრო ხარჯებს ზრდის

ჩინეთმა 5 მარტს გამოაცხადა, რომ ზრდის ხარჯებს 7,2%-ით სამხედრო სფეროში, და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უცხოეთიდან მომდინარე საფრთხეები “ესკალაციას” განიცდის. ეს განცხადებები გაკეთდა ქვეყნის გენერალური ხაზის მხარდამჭერი პარლამენტის სხდომაზე, რომელიც, გავრცელებული მოლოდინით, სი ძინპინს პრეზიდენტობის მესამე ვადას მიანიჭებს
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ლი კეციანმა განაცხადებით კი, ამჟამად ქვეყნის გარედან ძლიერდება მცდელობა, რომ ჩინეთის შეკავება მოხდეს.
როგორც ლი კეციანი ამბობს, სამხედრო ხარჯებისთვის გამოყოფილი 1,55 ტრილიონი იუანი (210 მილიარდი ევრო) ჩინეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებისა და წვრთნებისთვისაა გამიზნული.- მიმავალმა პრემიერ-მინისტრმა, ლი კეციანმა კი ეროვნული სახალხო კონგრესის დელეგატებს უთხრა, რომ “ჩინეთის შევიწროების და შეკავების საგარეო მცდელობები ესკალაციას განიცდის”.
„ეს დაფინანსება მოხმარდება სამხედროების მომზადებას საბრძოლო მოქმედებების პირობებში და სამხედრო საქმიანობის გაძლიერებას ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ შარშან ჩინეთმა სამხედრო ხარჯები უკვე გაზრდა 7,2%-ით და ბიუჯეტიდან გამოყოფილმა თანხამ 200 მილიარდი ევრო შეადგინა. სამხედრო ხარჯების მოცულობით ჩინეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება აშშ-ს, რომლის სამხედრო ბიუჯეტი 751 მილიარდი ევროა. ამასთან, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი არმიაზე გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე ეს ოფიციალურადაა ცნობილი.
ცნობისთვის ჩინეთი, რომელსაც მსოფლიოში სიდიდით მეორე თავდაცვის ბიუჯეტი აქვს, აცხადებს, რომ მომავალ წელს მიზნად ისახავს ეკონომიკის დაახლოებით ხუთი პროცენტით გაზრდას – რაც ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.