მნიშვნელოვანისაქართველო

განათლების მინისტრმა 6 პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, თანამდებობები დატოვეს: განათლების მინისტრის მოადგილეებმა თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა.

ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ.

თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორი მანანა მიქაბერიძე.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამინისტროში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება.

“განთლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნიარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის. მოადგილეების რაოდენობა სამინისტროში მცირდება და შვიდის ნაცვლად იქნება ხუთი მოადგილე, თუმცა, მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ცვლილებები ასევე გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში ასევე ვიხილავთ დანარჩენ ცვლილებებს. უახლოეს მომავალში ასევე მოგაწვდით ინფორმაციას სისტემაში ახალ კადრებთან დაკავშირებით, დანიშვნები მოხდება შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

თავად გათავისუფლებულთა პოზიცია ამ დროისთვის უცნნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button