მნიშვნელოვანისაქართველო
დავით ჭიჭინაძე პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე მემარცხენე-კონსერვატიულ პოლიტიკურ მოძრაობას ჰქმნის. დეპუტატი აღნიშნავს, რომ წარდგენა 22 ივნისს, თბილისში გაიმართება, დამფუძნებელი კრების შეხვედრა კი, სავარაუდოდ, სექტემბერში იქნება.
დავით ჭიჭინაძის თქმით, მის მოძრაობას ეკა ბესელიასთან და გედევან ფოფხაძესთან კავშირი არ აქვს. ამბობს, რომ ბესელია დამოუკიდებლად აკეთებს პარტიას.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ მისი გუნდი ქართული ოცნებიდან წასული პოლიტიკოსებისგან და ყოფილი მხარდამჭერებისგან დაკომპლექტდება და აპირებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.