მნიშვნელოვანისიახლეები

წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი აკლდამები მე-19 და მე-20 საუკუნეებისაა

თბილისის მერიის ინფორმაციით, აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-19-მე-20 საუკუნის პერიოდის რამდენიმე აკლდამაა აღმოჩენილი და მათი რაოდენობა 12 მდეა.
თბილისის მერიის ცნობით ამ ნაგებობების შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და არქეოლოგები. მერია აცხადებს, რომ სამუშაოები სპეციალისტების ზედამხედველობით და შესაბამისი წესების დაცვით წარმოებს.

არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების რაოდენობა 12-მდეა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ძველი საკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო. ამჟამად, მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა და დამატებით ინფორმაციას ახლო მომავალში გაგაცნობთ“, – განაცხადა მერაბ ძნელაძემ.

როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი აკლდამების კვლევა უახლოეს მომავალში დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button