მნიშვნელოვანისიახლეები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 105 პირი

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 84 პირს დაუდასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 236 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 593 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 643 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 567 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღიურად 7 867 აიცრა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 949 176-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 908 813.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 082 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 567 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 1 821 შემთხვევა

📌აჭარა – 460

📌იმერეთი – 325

📌ქვემო ქართლი – 175

📌შიდა ქართლი – 220

📌გურია – 141

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161

📌კახეთი -162

📌მცხეთა-მთიანეთი – 61

📌სამცხე-ჯავახეთი -35

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 84 პირს დაუდასტურდა. ამასთან, კორონავირუსს ბოლო 24 საათის მანძილზე მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ამჟამად 63 პაციენტი მკრურნალობს, 13 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 41 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 18 მძიმე მდგომარეობაშია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 38 150-ს შეადგენს, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 561-ს.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 255.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 949 176 შემთხვევა. მათგან 908 813 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 082 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button