მოზაიკამსოფლიო

ავსტრალიის ეროვნულ პარკში ტურისტი ფოტოს გადაღებისას კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა

ავსტრალიის ეროვნულ პარკში 38 წლის ქალს, ფოტოებისთვის ხედზე პოზირებისას ფეხი აუცურდა, 80 მეტრამდე სიმაღლის კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

შემთხვევა 12 დეკემბერს მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

ტურისტი მელბურნიდან იყო და ეროვნულ პარკს ოჯახთან ერთად სტუმრობდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი ტრაგიკული სცენა ოჯახის წევრების თვალწინ მოხდა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ტურისტის გარდაცვალების ფაქტი საეჭვო გარემოებად არ განიხილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button