მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით საქართველოში ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

“დაახლოებით 10-მდე შემთხვევას ვიკვლევდით, რამდენიმე შემთხვევაში დადგინდა სეკვენირებით, რომ ისინი იყო დელტა და დელტა +. ორ შემთხვევაში ჩვენ დავადასტურეთ ომიკრონის არსებობა.

რამდენჯერმე იქნა ეს გადამოწმებული როგორც სეკვენირებით ისე სპეფიციური PCR ტესტებით, რომელიც ჩვენ შაბათს მივიღეთ ჩვენი გერმანელი პარტნიორებისგან, რომელიც აღმოაჩენს სფეციფიურად უკვე PCR-ით და არა სეკვენირებით. ორ შემთხვევაში დადასტურდა როგორც სეკვენირებით, ისე სპეციფიური PCR ტესტით.
“ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე იზოლირებულია. მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა”, – აღნიშნავს გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, ორივე მათგანი იზოლირებულია. ასევე, მათი დაავადების მიმდინარეობა არის მსუბუქი და იკვლევენ მათ 26 კონტაქტს.

შეგახსენებთ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული.

მას სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ იმის დასადგენად, იწვევს თუ არა აქამდე აღმოჩენილ ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ” გლობალურ რისკს წარმოადგენს.

ფარმაცევტული კომპანიები Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ კვლევების მიხედვით, ფაიზერის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.

ამირან გამყრელიძის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button