მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთს დონბასის ყველა ქალაქის განადგურება სურს

10 ივნისს უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში შეეცადა განედევნა რუსი სამედროები, იმ ფონზე, როცა საფრანგეთი გამოვიდა დახმარების შეთავაზებით ოდესის პორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით.

ინტენსიური ბრძოლა გაგრძელდა აღმოსავლეთის დონბასის რეგიონში, სადაც, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალები ვითარებას “უძლებდნენ”, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა თავისი დარტყმების კონცენტრაცია ამ არეალში მოახდინა.

ამ სახელებს ყოველდღე ვიმეორებ: სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, სლოვიანსკი, ბევრი, ბევრი სხვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს დონბასის ყველა ქალაქის განადგურება სურს.

„რუსეთს სურს გაანადგუროს დონბასის ყველა ქალაქი, სიტყვა “ყველა” არ არის გაზვიადებული. სურს გაანადგუროს ისე, როგორც ვოლნოვახა, მარიუპოლი. მთელი ეს ნანგრევები ერთ დროს ბედნიერ ქალაქებში, ხანძრის შავი კვალი, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი კრატერები – სულ ეს არის, რაც რუსეთს შეუძლია მისცეს თავის მეზობლებს, ევროპასა და მსოფლიოს. ალბათ, ეს არის ნებისმიერი სახელმწიფოს სრული დეგრადირების უსწრაფესი მაგალითი – გზა, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ 107 დღეში გაიარა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ ოკუპანტების შესაჩერებლად.

“უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეაჩერონ ოკუპანტების თავდასხმები, როგორც შეუძლიათ. რამდენადაც მათ ამის საშუალებას აძლევთ მძიმე იარაღი, თანამედროვე არტილერია, ყველაფერი, რაც ჩვენ ვითხოვეთ და ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ყველაზე მძიმე შეტაკებები კვლავ აღმოსავლეთის სამრეწველო ქალაქის, სევეროდონეცკის გარშემო მიმდინარეობს. უკრაინის ძალები ამჟამად ქალაქის დაახლოებით ერთ მესამედს აკონტროლებენ, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ბრძოლაში რთავს ბევრ სამხედროს და დიდძალ შეიარაღებას – იუწყებიან ოფიციალური პირები.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, ოლექსანდრ მოტუზიანიკის თქმით, რუსეთი ეძებს სუსტ ადგილებს უკრაინის თავდაცვაში, ჩრდილოეთის დონეცის მდინარის სიახლოვეს. პრესმდივანმა 10 ივნისს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის ძალები აგრძელებენ არეალში მასშტაბური ოპერაციების განხორციელების მცდელობას.

მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ზაპოროჟიეში ზოგიერთ ადგილას ხანგრძლივი კომენტანდის საათი მოქმედებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ 10 ივნისს რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში რამდენიმე ქალაქზე მიიტანეს საჰაერო იერიში და ემზადებიან სლოვიანსკზე თავდასხმის განახლებისთვის.

ომის 107 დღე უკრაინაში რუსული ძალები უკრაინელი სამხედროების შესაკავებლად ავიაციასა და არტილერიას ოთხი მიმართულებით იყენებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„სევეროდონეცკის მიმართულებით, მტერი ახორციელებს შეტევას ნოვოტოშკოვსკოე – ორეხოვოს მიმართულებით და ნაწილობრივი წარმატება აქვს. მტერი აგრძელებს შტურმს ქალაქ სევეროდონეცკზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები ახორციელებენ გადაჯგუფებას ნიკოლაევკისა და კამიშევახას წინააღმდეგ შეტევის განხორციელების მიზნით.

„ავდიივკას, კურახოვოს, ნოვოპავლოვსკის და ზაპორიჟიეს მიმართულებებით მტერი აქტიურად იყენებს ავიაციას და არტილერიას ჯარების დასამაგრებლად და სხვა მიმართულებებით რეზერვების გადაყვანის თავიდან ასაცილებლად,“- აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 14 შეტევა მოიგერიეს.

გაანადგურეს რუსების 4 ტანკი

2 საარტილერიო სისტემა

11 ჯავშანმანქანა

3 საავტომობილო ტექნიკა და საბრძოლო მასალის საწყობი. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“ ჩამოაგდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button