მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დატოვა

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან (UNWTO) გასვლის შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა შესაბამის ბრძანებას ხელი „რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონის შესაბამისად“ მოაწერა.

რუსეთის მიერ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილების მიღების შესახებ 27 აპრილს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც გაერომ ქვეყანას წევრობა შეუჩერა. საგარეო უწყებაში განაცხადეს, ორგანიზაცია “ფაქტობრივად მონოპოლიზებულია ევროკავშირის ქვეყნების მიერ, რომლებიც მას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, „დაიწყო კამპანია მოსკოვის ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობის აღკვეთის მიზნით“.

მსგავსი პოსტები

Back to top button