მნიშვნელოვანირეგიონი

ავარიას პანკისელი უხუცესის ხასო ხანგოშვილის ვაჟი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, პანკისელი უხუცესის, ხასო ხანგოშვილის ვაჟი გარდაიცვალა.
50 წლამდე ასაკის გებიშ ხანგოშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
შემთხვევა, სოფელ მატანთან წუხელ მოხდა.

ავარიის შედეგად, დაშავებული სამი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გებიშ ხანგოშვილს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავშიც.

მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება, ორივე ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button