მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტთან აქციაზე 36 პირი დააკავეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე სულ 36 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის 2 ჟურნალისტი დააკავა დაკავებულთა შორის არიან სტუდენტები, აქტივისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე არიან დაკავებული.

რამდენიმე საათის წინ გამოუშვეს გამოცემა „პუბლიკის” დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულის” რეპორტიორი ბექა ჯიქურაშვილი.
„იმიტომ დამაკავეს რომ ჟურნალისტი ვარ. არანაირი აზრი არ ჰქონდა იმის ძახილს, ვინ ვიყავი. უბრალოდ მან [პოლიციელმა] დაიყვირა დააკავეთო, მტაცეს ხელი რატომღაც ნიღბიანმა ადამიანებმა, ჩამტენეს მანქანაში და წამიყვანეს განყოფილებაში. მერე იქ აღმოჩნდა, რომ სადღაც ზემოთ არ იყო გადაწყვეტილი ჟურნალისტების დაკავება და დიდი ხმაური მიიღეს, სპონტანური აქცია მიიღეს სამინისტროსთან. როგორც მომკიდეს ხელი და დამაპატიმრეს ისევე მომკიდეს ხელი და გამომიშვეს. ხელწერილიც კი არ დავუწერე, მაგრამ უბრალოდ ბრძანება მიიღეს და გამომიშვეს“ – განაცხადა ზურა ვარდიაშვილმა.

ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ჟურნალისტების დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა დაგმო.

ქარტიის თქმით, მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა კანონდარღვევაა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიიდან “სიმართლის სათქმელად” გამოყოფილი დეპუტატების მოძრაობა “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“ კანონპროექტებს შემდეგი იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button