გჟეგოჟ კრიხოვიაკი: ჯერ საქართველო, მერე შვებულება
უეფას ოფიციალურმა საიტმა “სევილიას” პოლონელ ნახევარმცველ გჟეგოჟ კრიხოვიაკთან გამოაქვეყნა ინტერვიუ. გთავაზობთ მის კომენტარს საქართველოსთან მატჩზე.
– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საქართველოსთან დაპირისპირება?
– ეს არის გადამწყვეტი მატჩი. არ შეიძლება ჯერ შვებულებებზე ფიქრი. ჩვენთვის ძალიან მძიმე პერიოდია, როგორც წესი, პოლონეთის ნაკრები ბევრ ქულას კარგავს ივნისის მატჩებში. მაგრამ ახლა წინა წლებთან შედარებით, მეტი გამოცდილება დაგვიგროვდა და ვიცით, როგორ გავიდეთ ფონს ასეთ თამაშებში.
13 ივნისს საქართველოს ნაკრები პოლონეთში ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩს გამართავს.