ძაღლებს დუბაიში კონდიციონერს და აუზს სთავაზობენ [Video]

დუბაიში უმსხვილესი პარკი გაიხსნა, სადაც ძაღლები სიცხეს დაემალებიან, ითამაშებენ და სასიამოვნო დროს გაატარებენ.

ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით აღჭურვილი 200 ლუქს ნომერი ძაღლებს შეიფარებს, მაშინ, როდესაც მათი პატრონები შვებულებაში გასვლას დააპირებენ.

„იდეა სამ ადამიანს დაგვებადა, როცა ტბაზე ვისვენებდით. ვიფიქრეთ, ძაღლებს თაკარა მზის ქვეშ ძალიან დასცხებათ, ამიტომ პარკის გახსნა გადავწყვიტეთ. აქ ცხოველები ითამშებენ და აუზში გაგრილდებიან“, -ამბობს პარკის ერთ-ერთი მეპატრონე.

ორადგილიანი ნომრის ფასი ღამეში 125 ევროა. ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი, ლოგინის თეთრეული, კონდიციონერი, აუზი… ოთხფეხა მეგობრების განკარგულებაშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button