მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

დატბორილი სახლები ვარდისუბანში

თითქმის 24 საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.

მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ გაუნადგურდათ სარდაფებში შენახული პროდუქტი, მათ შორის, ფქვილი და კარტოფილი. დაზიანდა საოჯახო ინვენტარი და ზოგ შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

დაზარალებულთა შორისაა სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ქეთევან ლომიძე, რომლის საცხოვრებელ სახლთანაც სანიაღვრე არხი ჩამოდის. როგორც ლომიძე ამბობს, უკვე წლებია, მერიას არხის გასუფთავებას და გამაგრებას სთხოვს, დაპირებაც მიიღო, რომ პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა საქმე ამ დრომდე არ გაკეთებულა.

სოფელ ვარდისუბანში, სახანძრო სამაშველო ჯგუფები დატბორილი სახლებიდან წყალს ტუმბავენ. როგორც რადიო თავისუფლებას ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა, სტიქია მასშტაბურია და სანიაღვრე არხების გაუწმენდაობა პრობლემას არ წარმოადგენს.

ლაგოდეხში კვლავ წვიმს.

მსგავსი პოსტები

Back to top button