მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დასრულდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი

დასრულდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი – ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის შეხვედრა უკვე დაიწყო. გადამწყვეტი მოლაპარაკაბების შედეგი ცნობილი რამდენიმე საათში გახდება.

შეხვედრის ადგილი უკრაინა-ბელორუსიის საზღვარი, მდინარე პრიპრიატის მიდამოებია. ზუსტი ადგილი მხარეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ სახელდება.

რამდენ ხანს გაგრძელდება მოლაპარაკებები ჯერჯერობით უცნობია.

მოლაპარაკებების დაწყების წინ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ განაცხადა, რომ ყველა მონაწილისთვის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. მისივე თქმით, პრეზიდენტი ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.

უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში არიან, პარტია ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია, თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილ პოდოლიაკი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი, სამმხრივ კონტაქტში უკრაინის დელეგაციის უფროსის პირველი მოადგილე ანდრეი კოსტინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი როჩიცკი.

რუსული დელეგაციის მხრიდან იქნებიან: ბელარუსში რუსეთის ელჩი ბორის გრიზლოვი, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, თავდაცვის მინისტრის მომადგილე ალექსეი ფომინი. დელეგაციას უხელმძღვანელებს ვლადიმირ მედინსკი, რომელიც პრეზიდენტის თანაშემწეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button