მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჯგუფური ინფიცირების კიდევ ერთი ფაქტი კახეთში

კახეთის რეგიონის ერთ- ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კორონა ვირუსით თანამშრომლების ჯგუფური ინფიცირების ფაქტი გამოვლინდა.

კოვიდ – 19 ერთდროულად, ერთი სამსახურის, სამ თანამშრომელსა და მათი ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ.

ინფიცირებულებს შორის, ორსული ქალი და მცირეწლოვანი გოგონები არიან.
თანამშრომლების ინფიცირების წყარო, ერთ- ერთის ოჯახის წევრი გახდა, რომელიც სამკურნალოდ თბილისშია გადაყვანილი.

ინფიცირებული პირებიდან, ნაწილი მკურნალობას, ბინაზე, ნაწილი, კოვიდ სასტუმროში, ერთი კი, კოვიდ- კლინიკაში გადის.

სექტემბრიდან დღემდე, კახეთში, ჯგუფური ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ- 19- ით, უმთავრესად, ერთი ოჯახის წევრები და თანამშრომლები დაავადდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button