კახეთის “ქიზიყური გაზაფხული” [Video]
კახეთში, კერძოდ კი ქალაქ წნორში, ფესტივალი “ქიზიყური გაზაფხული” გაიმართება, რომლისგანაც შემოსული თანხა, ორგანიზატორთა განცხადებით, მთლიანად მოხმარდება წნორის კულტურის სახლის რეაბილიტაციას, რომელიც ახლა სავალალო მდგომარეობაშია.
ფესტივალის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია” სამოქალაქო ინიციატივა – Civic Initiative”
როგორც რადიო ჰერეთს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლემა აცნობეს, იგეგმება კუტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიის მოხატვა. იმუშავებს ღია კაფე – ტრადიციული და არატრადიციული კერძებით, გაიმართება თოჯინების თეატრის წარმოდგენა, წნორის შადრევანზე კი მოზაიკის დასრულება ნამტვრევი ჭურჭელით მოხდება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ფოკლორული მუსიკა, ქუჩის მუსიკოსთა ნამუშევრები და ნახატების გამოფენა ღია ცის ქვეშ.
ნაჩვენები იქნება უხმო კინო დიდ ეკრანებზე, სტუმრებს ელოდებათ წნორის კულტურის სახლის არქივის გამოფენა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. საბავშვო სექციები და სხვადასხვა სპორტული აქტივობა.
“ქიზიყური გაზაფხული” სტუმრებს 31 მაისს, 12 საათიდან ელოდება კახეთში, ქალაქ წნორის სკვერში.