მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრეზიდენტი პუტინი ოქტომბერში ჩინეთში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ოქტომბერში ჩინეთში ჩავა. ამის შესახებ მან კრემლში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან შეხვედრისას განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მან სიამოვნებით მიიღო ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მოწვევა ეწვიოს ჩინეთს და „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ფორუმში მონაწილეობა მიიღოს.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“რასაკვირველია, მე სიამოვნებით მივიღე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის მოწვევა და ოქტომბერში ვეწვევი ჩინეთს, სადაც მისივე იდეით დაფუძნებულ საერთაშორისო ბრენდის „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ღონისძიებებში მივიღებ მონაწილეობას”, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს სავსებით შეესაბამება რუსეთისა და ჩინეთისა ინტერესებს და ასევე, დიდი ევრაზიული სივრცის შექმნის იდეის ინტეგრირებას ახდენს.

“ჩვენ საკმაოდ სინქრონულად ვმოქმედებთ”, – დასძინა მან.

მსგავსი პოსტები

Back to top button