მნიშვნელოვანირეგიონი

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციია (CERN) რეგიონებში საერთაშორისო მასტერკლასებს ატარებს

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციია (CERN) რეგიონებში საერთაშორისო მასტერკლასებს ატარებს

ნაწილაკების ფიზიკაში მასტერკლასს თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების წარჩინებული მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.

CERN-ის საერთაშორისო მასტერკლასის სესიებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ალექსანდრე შარმაზანაშვილი უძღვებოდა.

” ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდები მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა კვლევებს გაეცნონ. აქამდე სულ თბილისის სკოლების მოსწავლეებთან ვატარებდით. ახლა რეგიონებში გამოვედით და თელავში დაგვხვდნენ ყველაზე საუკეთესო მოსწავლეები, მათ შორის, ვინც კი შემხვედრია”-განაცხადა შარმაზანაშვილმა.

სესიების დასასრულს ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაციიდან კითხვა- პასუხის რეჟიმში გამართულ ვიდეო -კონფერენციას ესწრებოდნენ მოსწავლეები ბონიდან, დრეზდენიდან და რომიდან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცა.

მასტერკლასი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და CERN-ის სასწავლო-საგანმანათლებლო კოლაბორაციის „ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფი“ (IPPOG) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

IPPOG -ის ქსელში ჩართულნი არიან CERN-ის მეცნიერები, მკვლევრები, პროფესორ-მასწავლებლები და კომუნიკაციის სპეციალისტები, რომლებიც არაფორმალური მეცნიერების სწავლებისა და ნაწილაკების ფიზიკის საკითხებზე მთელ მსოფლიოში მუშაობენ.

IPPOG-ის კოლაბორაციის სრულუფლებიან წევრად, საქართველო 2019 წლიდან ირიცხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button