მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინციცირებულთა რაოდენობა 2 075 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებებს, მათი რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1 363-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button