მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჯეიმს აპატურაი საქართველოში იმყოფება

დღეს საქართველოში ვიზიტს იწყებს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი. ის საქართველოში გუშინ ღამით ჩამოფრინდა.

ცნობილია, რომ ჯეიმს აპატურაი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. მიზანი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოება და რეფორმების ხელშეწყობაა.

შეხვდება თუ არა ჯეიმს აპატურაი ოპოზიციას უცნობია.

წინასწარი ინფორმაციით, ჯეიმს აპატურაის ვიზიტი სამ დღეს გასტანს.

მსგავსი პოსტები

Back to top button