მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“პანსიონი იქნება საერთაშორისო სტანდარტებით “- მეუფე იაკობი

ნინოწმინდის პანსიონის ახალი მმართველი მეუფე იაკობი პირობას დებს, რომ პანსიონი უმოკლეს დროში საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მისი თქმით პანსიონის გარდაქმნის პროცესი მალე დაიწყება.

“ძალიან საინტერესო პროექტს განვახორციელებთ. საწყის ეტაპზე ავაშენებთ რამდენიმე სახლს, სადაც იქნება ოჯახური გარემო. პრობლემა რაზეც არის, 2022 წლის 1 აპრილამდე უნდა დასრულდეს ასეთი დაწესებულების ფუნქციონირება, ჩვენ ვაკეთებთ ისე, როგორც არის მიღებული მსოფლიოში – იქნება საერთაშორისო სტანდარტებით… სხვადასხვა წრეები იქნება და კომპიუტერულ კლასებსაც გავაკეთებთ”, – თქვა ეპისკოპოსმა იაკობმა.

შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალ მმართველად ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი დაინიშნა.

გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის შეცვლასთან დაკავშირებით პატრიარქმა ილია მეიორემ მიიღო. პატრიარქის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონმა მას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე მიმართა.

პანსიონატს წლების განმავლობაში მეუფე სპირიდონი ხელმძღვანელობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button