მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ირანი რუსეთს 400-მდე ბალისტიკურ რაკეტას უგზავნის

„როიტერის“ ინფორმაციით, ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა.

გამოცემის ცნობით, რაკეტები მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტების სახეობაა – Fateh-110, Zolfaghar – და მათ შეუძლიათ სამიზნეების განადგურება 300-დან 700 კილომეტრამდე მანძილზე.
„მიწოდება დაიწყო იანვრის დასაწყისში მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგა გასული წლის ბოლოს ,ირანელი და რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრებზე, რომლებიც თეირანსა და მოსკოვში გაიმართა“, – ამბობს ირანული წყარო.
მისივე ცნობით, სულ მცირე ოთხი რაკეტა ირანმა რუსეთს უკვე გადასცა, დანარჩენის მიწოდება კი უახლოეს კვირებში იგეგმება.

„როიტერის“ ინფორმაციით, რაკეტების მიწოდება დაიწყო იანვრის დასაწყისში. მას შემდეგ, რაც შეთანხმება დასრულდა გასული წლის ბოლოს ირანელ და რუს სამხედრო და უსაფრთხოების ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრებზე, რომელიც თეირანსა და მოსკოვში გაიმართა.

გამოცემა წერს, რომ ირანიდან რუსეთში უკვე იყო ოთხეტაპიანი მიწოდება და მომდევნო კვირებში რაკეტები ისევ გაიგზავნება. რაკეტების ნაწილი კასპიის ზღვით, ნაწილი კი, თვითმფრინავით გაიგზავნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button