თელავში მშენებარე ობიექტი ჩამოინგრა

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ბრიგადები. მომხდარის მიზეზებს გამოძიება ადგენს, რომელიც 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button