მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, დაშავდა 130 მოქალაქე. განახლებულ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეო-მიმართვაში ავრცელებს.

უკრაინის გენერალური პროკურორი წერს, რომ ოკუპანტების იერიშის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი ხარკოვის ოლქში გარდაიცვალა, მათ შორისაა 8 წლის გოგონა. სამაშველო ოპერაციები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.

ხარკოვი ბოლო 24 საათში 3-ჯერ დაიბომბა. თავდასხმებმა ქალაქში 100-ზე მეტი კორპუსი და გაზსადენი დააზიანა, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
„200-ზე მეტი ადგილი დაზარალდა, მათ შორის 139 საცხოვრებელი სახლი, ბევრი ადამიანი დაიღუპა ჩვეულებრივ მრავალსართულიან კორპუსში. იქ ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ხარკოვის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ თავდასხმებმა ქალაქში 100-ზე მეტი მრავალსართულიანი კორპუსი და გაზსადენი დააზიანა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ტიპის 44 რაკეტიდან 22 გაანადგურეს. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კიევის თავზე 20-მდე დრონი ჩამოაგდეს.
პარალელურად, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების პირობა დადეს მოკავშირეებმა. განცხადებები, საკონტაქტო ჯგუფის ონლაინ შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. აქვე ცნობილი გახდა, რომ კანადა, უკრაინას დამატებით 20 მილიონ დოლარამდე ღირებულების სამხედრო პაკეტს გამოუყოფს.

პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო “რამშტეინის” ფორმატის შეხვედრის შემდეგ კოალიციამ უკრაინას საერთო ჯამში 80 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გამოუყო.

გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს. ამის შესახებ განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრის დროს განუცხადა.

რუსეთმა ხერსონში, დნიპროს რაიონში საავადმყოფო დაბომბეს. შედეგად სამი სამედიცინო მუშაკი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.

“რუსეთის ფედერაციის არმია ხერსონს დროებით ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან ბომბავს” – ნათქვამია ხერსონის МВА-ს განცხადებაში.

ოფიციალური პირები მოსახლეობას სთხოვენ უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button