ცესკო: 20 საათისთვის უბნებზე ამომრჩეველთა 37.5 % – დაფიქსირდა

20 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა  37.5 %  დაფიქსირდა რაც 929 265 -ია. – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე, რომლის თქმითაც ამ წუთებში მიმდინარეობს უბნებზე ხმების დათვლა. 

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამომრჩევლის აქტივობის დაფიქსირდა მცხეთის ოლქში დაბალი კი გორში – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში საბოლოო მონაცემებით, აქტივობა არის 62.53%. ასევე აქტიური იყო ახალციხე/ადიგენი, სადაც საბოლოო მონაცემებით, აქტივობამ 56.27% შეადგინა და ლანჩხუთი/ჩოხატაური – 52.27% აქტივობით.

50.28% თელავი/ყვარელი და გურჯაანი 50.42%. ეს არის ის ოლქები, სადაც აქტივობის 50%-ზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ყველაზე პასიური საარჩევნო ოლქი იყო გორის N41, სადაც მეორე ტურში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლის მხოლოდ 21.84%მა მიიღო. პასიური იყო ასევე ზუგდიდის N65 ოლქის ამომრჩეველი, სადაც 20:00-ის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი მხოლოდ 25.64%-მა დააფიქსირა.

“შემოვიდა 441 ზარი და 45 შეტყობინება , მათი დიდი ნაწილი სიაში გადამოწმებას და საარჩევნო პროვცედურების დაზუსტებას ეხებოდა. საერთო ჯამში დარეგისტრურდა 131 საჩივარი” – განაცხადა მიქელაძემ , რომლის თქმითაც ძირითადი ნაწილი პროცედურულ დარღვევებს შეეხება.

“საუბნო საარჩევნო კომისიებმა დაიწყეს ხმების დათვლა. ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ბოლო ინფორმაციას ცესკო დღესვე გაასაჯაროებს. ცესკოს ინფორმაციით, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად სპეციალურ ვებ-გვერდზე გაასაჯაროვებს”. – განაცხადა ანა მიქელაძემ.

რეგიონების 32 და თბილისის 18 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართა. 20:00 საათზე ყველა სარჩევნო უბანი დაიხურა.

არჩევნებში გამარჯვებულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მეორე ტურის შედეგებში 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა საჭირო აღარ არის.

არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 478 042 იყო.

„ქართულ ოცნებას“ 8 ოქტომბრის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგების მიხედვით, უკვე აქვს 67 მანდატი, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი – 27, “პატრიოტთა ალიანს”- 6.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობდნენ:

საგარეჯოს N23 მაჟორიტარული ოლქი: ზურაბ ჭიაბერაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“); რომან მუჩიაშვილი („ქართული ოცნება“).

გურჯაანის N24 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ღვინიაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“); დავით სონღულაშვილი („ქართული ოცნება“).

ლაგოდეხის N26 მაჟორიტარული ოლქი: გურამ კაკალაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“);  გურამ მაჭარაშვილი („ქართული ოცნება“).

თელავის N27 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ბოტკოველი („ნაციონალური მოძრაობა“); ირაკლი სესიაშვილი („ქართული ოცნება“).

ახმეტის N28 მაჟორიტარული ოლქი: შაქრო ტერტერაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“); გელა სამხარაული („ქართული ოცნება“).

რუსთავის N29 მაჟორიტარული ოლქი: მამუკა ჩიქოვანი („ნაციონალური მოძრაობა“);  პაატა მხეიძე („ქართული ოცნება“).

რუსთავის N30 მაჟორიტარული ოლქი: დავით კირკიტაძე („ნაციონალური მოძრაობა“);  გიორგი ბეგაძე („ქართული ოცნება“).

მარნეულის N36 მაჟორიტარული ოლქი: აკმამედ იმამკულიევი („ნაციონალური მოძრაობა“); თამაზ ნავერიანი („ქართული ოცნება“).

მცხეთის N37 მაჟორიტარული ოლქი: დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“); ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი).

კასპის N39 მაჟორიტარული ოლქი: ნუგზარ ნონიაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“); ირაკლი მეზურნიშვილი („ქართული ოცნება“).

გორის N41 მაჟორიტარული ოლქი: ირაკლი ალასანია („თავისუფალი დემოკრატები“) და იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“).

გორის N42 მაჟორიტარული ოლქი: ბადრი ბასიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“); თენგიზ ხუბულური „(ქართული ოცნება“).

ხაშურის N43 მაჟორიტარული ოლქი: სიმონ ნოზაძე (თოფაძე-მრეწველები) და ვალერი გელაშვილი (ქართული ოცნება).

ახალციხის N44 მაჟორიტარული ოლქი: ვაჟა ჩიტიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“); გიორგი კოპაძე („ქართული ოცნება“).

ქუთაისის N47 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი თევდორაძე („ნაციონალური მოძრაობა“); გენადი მარგველაშვილი („ქართული ოცნება“).

ქუთაისის N48 მაჟორიტარული ოლქი: აკაკი ბობოხიძე („ნაციონალური მოძრაობა“); დიმიტრი მხეიძე („ქართული ოცნება“).

ქუთაისის N49 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი წერეთელი („ნაციონალური მოძრაობა“);  კობა ნარჩემაშვილი („ქართული ოცნება“).

ბაღდათის N51 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი რობაქიძე („ნაციონალური მოძრაობა“); კობა ლურსმანაშვილი („ქართული ოცნება“).

ზესტაფონის N52 მაჟორიტარული ოლქი: ბეჟან ბუცხრიკიძე („ნაციონალური მოძრაობა“); შალვა კიკნაველიძე („ქართული ოცნება“).

ჭიათურის N56 მაჟორიტარული ოლქი: თეიმურაზ გაფრინდაშვილი („თავისუფალი დემოკრატები“); სულხან მახათაძე („ქართული ოცნება“).

ლანჩხუთი N60 მაჟორიტარული ოლქი: ნინო წილოსანი („ქართული ოცნება“); აკაკი ჩხაიძე („დამოუკიდებელი კანდიდატი“).

ფოთის N61 მაჟორიტარული ოლქი: ბექა ბასილაია („ნაციონალური მოძრაობა“) ; ირაკლი ხახუბია („ქართული ოცნება“).

სენაკის N63 მაჟორიტარული ოლქი: კობა ნაყოფია (ნაციონალური მოძრაობა) და ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება).

ხობის N64 მაჟორიტარული ოლქი: მამუკა ჭოხონელიძე („ნაციონალური მოძრაობა“); ირაკლი ბერაია („ქართული ოცნება“).

ზუგდიდის N65 მაჟორიტარული ოლქი: ლევან კონჯარია („ნაციონალური მოძრაობა“); მერაბ ქვარაია („ქართული ოცნება“).

ზუგდიდის N66 მაჟორიტარული ოლქი: სანდრა ელისდაბედ რულოვსი; („ნაციონალური მოძრაობა“) და ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“).

წალენჯიხის N67 მაჟორიტარული ოლქი: ლევან ქარდავა („ნაციონალური მოძრაობა“); გოგა გულორდავა („ქართული ოცნება“).

ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი: მირდატ ქამადაძე („ნაციონალური მოძრაობა“); ფატი ხალვაში („ქართული ოცნება“).

ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი კირთაძე („ნაციონალური მოძრაობა“); ლევან ბეჟანიძე („ქართული ოცნება“).

ბათუმის N70 მაჟორიტარული ოლქი: თეიმურაზ დუმბაძე „(ნაციონალური მოძრაობა“); მუხრან ვახტანგაძე („ქართული ოცნება“).

ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი: ჯანსუღ ჯინჭარაძე („ნაციონალური მოძრაობა“); კობა ნაკაიძე („ქართული ოცნება“).

ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი: მიხეილ ბოლქვაძე („ნაციონალური მოძრაობა“) ; ილია ნაკაშიძე („ქართული ოცნება“).

~სანდრა რულოვსმა და ირაკლი ალასანიამ გააკეთეს საჯარო განცხადებები, რომ მეორე ტურიდან კანდიდატურებს ხსნიან.

რაც შეხება თბილისს, მეორე ტურში მონაწილეობდნენ:

ვაკის N2 მაჟორიტარული ოლქი: ელენე ხოშტარია („ნაციონალური მოძრაობა“) და ბიძინა გეგიძე („ქართული ოცნება“).

საბურთალოს N6 მაჟორიტარული ოლქი: სევდია უგრეხელიძე („ნაციონალური მოძრაობა“ );  ლევან გოგიჩაიშვილი („ქართული ოცნება“).

კრწანისის N7 მაჟორიტარული ოლქი: ირაკლი აბესაძე („ნაციონალური მოძრაობა“);  ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“).

ისნის N8 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ონიანი („ნაციონალური მოძრაობა“); ირაკლი აბუსერიძე („ქართული ოცნება“).

ისნის N9 მაჟორიტარული ოლქი: ბესიკ კვიციანი („ნაციონალური მოძრაობა“); დავით ჭიჭინაძე („ქართული ოცნება“).

ისნის N10 მაჟორიტარული ოლქი: ზაზა კედელაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“);  ბექა ნაცვლიშვილი („ქართული ოცნება“)

სამგორის N11 მაჟორიტარულ ოლქი: ირაკლი ნადირაძე („ნაციონალური მოძრაობა“); გიორგი მოსიძე („ქართული ოცნება“).

სამგორის N12 მაჟორიტარული ოლქი: დავით ჟღენტი („ნაციონალური მოძრაობა“) ; მარიამ ჯაში („ქართული ოცნება“).

სამგორის N13 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ხახნელიძე („ნაციონალური მოძრაობა“);  შოთა ხაბარელი („ქართული ოცნება“).

დიდუბის N15 მაჟორიტარული ოლქი: დავით ნაფეტვარიძე („ნაციონალური მოძრაობა“) ; ზაზა პაპუაშვილი („ქართული ოცნება“).

დიდუბის N16 მაჟორიტარული ოლქი: ირაკლი დვალი („ნაციონალური მოძრაობა“) ;  ივლიანე წულაია („ქართული ოცნება“).

ნაძალადევის N17 მაჟორიტარული ოლქი: მურმან თხელიძე („ნაციონალური მოძრაობა“);  სოფიო კილაძე („ქართული ოცნება“).

ნაძალადევის N18 მაჟორიტარული ოლქი: მამუკა გუგეშაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“);  მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“).

ნაძალადევის N19 მაჟორიტარული ოლქი: ლერი დემეტრაშვილი („ნაციონალური მოძრაობა“); ზაზა გაბუნია („ქართული ოცნება“).

გლდანის N20 მაჟორიტარული ოლქი: ალექსანდრე ჩაფიჩაძე („ნაციონალური მოძრაობა“) ; კობა კობალაძე (ქართული ოცნება).

გლდანის N21 მაჟორიტარული ოლქი: სერგო რატიანი („ნაციონალური მოძრაობა“); ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“).

გლდანის N22 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ბარამიძე („ნაციონალური მოძრაობა“) ; ლევან კობერიძე („ქართული ოცნება“).

მთაწმინდის N1 მაჟორიტარული ოლქი: ნიკა რურუა („ნაციონალური მოძრაობა“); სალომე ზურაბიშვილი („დამოუკიდებელი კანდიდატი“).

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button