“ახმეტაში არჩევნებმა ამომრჩევლის დაშინების და გაყალბების ფონზე ჩაიარა”

“ერთიანი ნაციონლური ახმეტისა და თელავის გაერათიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შაქრო ტერტერაშვილი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს გამოვლენილ უხეშ დარღვევებზე საუბრობს.

როგორც გაზეთ “კახეთის ხმას” ტერტერაშვილმა განუცხადა, მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლება საარჩევნო უბნებზე აქტიურად იყენებდა კარუსელს. მისივე ინფორმაციით, პარტიის მხარდამჭერებზე უხეში ზეწოლა განხორციელდა.

“ჩვენს მხარდამჭერებზე, რომლებმაც პირველ ტურში მხარი დაგვიჭირეს, განხორციელდა უხეში ზეწოლა და შანტაჟი. ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში არჩევნებს აყალბებდა ე.წ. კარუსელის მეთოდით. ბევრმა ამომრჩეველმა საუბნო კომისიის წევრებს პირდაპირ დაანახა 41 შემოხაზული ბიულეტენი. ესეც ზეწოლის შედეგია. ხელისუფლება აგონიაშია და როგორც ჩანს ცუდად არც ისე კარგად აქვთ საქმე”, – განუცხადა knews.ge-ს შაქრო ტერტერაშვილმა.

პარტია “ქართული ოცნებიდან” ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მისი კონკურენტის შაქრო ტერტერაშვილის ბრალდებას პასუხობს.

როგორც სამხარაულმა განაცხადა, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა. იგი გამორიცხავს ახმეტაში არჩევნების გაყალბებას და, ასევე, არ ფლობს ინფორმაციას რა არის ე.წ. საარჩევნო კარუსელი.

“ხმის მიცემის პროცედურამ მშვიდად ჩაიარა. ამომრჩეველს მიეცა საკუთარი არჩევანის თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა. გამოვრიცხავ არჩევნების გაყალბებას. ნამდვილად არ ვიცი რა არის ე.წ. კარუსელი. მე ვიცი, რომ კარუსელი ატრაქციონის ერთ-ერთი სახეა. ასევე დეზინფორმაციაა, რომ თითქოს ამომრჩეველზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ეს ტენდენცია წარსულს ჩაბარდა. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში მე გავიმარჯვებ”, – განუცხადა knews.ge-ს სამხარაულმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button